Quantcast
Channel: პოეზია - ხელოვნება, სტატუსები, ჩანახატები, ლექსები სიყვარულზე, სელებრიტები
Viewing all 175 articles
Browse latest View live

ულამაზესი ლექსები სიყვარულზე 2

$
0
0
ულამაზესი  ლექსები  სიყვარულზე  2





შავად მიღიმი, თეთრად მიცქერ, წითლად მატყუებ,
მოწამლული ვარ, სიყვარულით და სიამაყით.
მოდი დავარქვათ სახელები, ნუღარ ვართულებთ,
სხვა თოჯინებსაც, ჩვენებური ფიქრის კარნახით.

დავაგემოვნოთ სიცრუე და არამზადობა,
შემდეგ ტაძარში ჩვენს ცოდვებზე გადავირიოთ,
გადავიხადოთ უმადურად ტკბილი მადლობა
და ერთმანეთი სიხარულით გავაკრიტიკოთ.

მოდი დავხოცოთ ერთმანეთი სანამ დრო არის
თორემ სიცოცხლე სიყვარულით ვინ ააშენა?!
შეიშალაო ჩემზე უთქვამთ ყური მოვკარი
მორჩა აღარ მსურს სიგიჟე და გიჟად დარჩენა

აფიორაა ყველაფერი ამ ლექსის ჩათვლით,
რა ვქნა, ასეა მოწყობილი მთელი სიცოცხლე,
მე გავიმარჯვე, არც თუ ისე მარტივი გათვლით,
მე, ჩემი თავი, დიდი ხნის წინ ჩამოვიშორე.

ლექსი პირველი

$
0
0
ლექსი  პირველი



შენ წახვალ სხვასთან,
გაუყვები ბილიკს ნამიანს,
არც გეხსომება მე ეს ლექსი ვისთის დავწერე
შორს გაფრინდები
ვით პატარა ჭიამაია
ქარში გაყვები მეოცნებე ბაბუაწვერებს
მე კი დავრჩები გამოწვდილი ხმელი ტოტებით.
სველი ფოთლები ჩამოცვივდება ალბათ საფლავზე,
და თუ ოდესმე მაინც მოგაგონდები მოდი...
მიტირე და სიკვდილი გამილამაზე.


ავტორი:მანუჩარი

ლექსი მეორე

$
0
0
ლექსი  მეორე


ღმერთო რომელი ხარ ცათა შინა,
ყოვლისშემძლე ხარ,
ღმერთო ძლიერო მიშველე მე ჩემს ბრძოლაში
ახლა სხვა ვინ მიშველის
საბედნიეროდ გული აგივსო შხამით და ცოდვით
ლამის აგივსო შხამით და ცოდვით
ლამის აღმევსო ბინდით გონება
და სულ ჩემი ეშმაკების ოდით
ძლივს უმკლავდება ძლივს ეომება,
ბოლო არ უჩანს შიშსა და სევდას,
ქუხს ჯოჯოხეთში სავი ცოდვებით
ღამე ცოდვილი ნამდვილად ვხედავ
ჯოჯოხეთს ვუახლოვდები.
ცეცხლს მივცემ ადრე თუ გვიან
ბოლო არ უჩანს შენს მრისხანებას
ადრე თუ გვიან ეს დრო,
ეს სულაც ჯოჯოეხეთს დაემსგავსება.


ავტორი: მანუჩარი

ლექსი მესამე

$
0
0
ლექსი  მესამე



შენ ისე შორს დარჩი
როგორც ზღვის ნაპირი
როგორც შორეული სიყრმის დღე
ვით ქარში ფოთოლი ვიყავი უძლური
და სული კაი შანს მივყიდე

ავტორი:მანუჩარი

ლექსი მეოთხე

$
0
0
ლექსი მეოთხე


თუკი სიყვარული ერთი ოცნებაა
ჩემი ოცნება კი შენზე ფიქრებია
ტუკი დამივიწყებ მე ვერ დაგივიწყებ
რადგან მე შენს მეტი არავინ დამრჩენია

ავტორი:მანუჩარი

ლექსი მეხუთე

$
0
0
ლექსი  მეხუთე


დღე არ გასულა არ მომნატრებოდი
მე უშენობით ვიტანჯებოდი
მინდოდა მოსვლა მოგფერებოდი
მაგრამ მე მოსვლას ვეღარ ვბედავდი
მინდოდა მეთქვა „მიყვარხარ“ ჩემო პატარა და ერთადერთო

ავტორი:მანუჩარი

რათ მინდა

$
0
0
რათ მინდა




როცა მოვკვდები გარდავიცვლები
რათ მინდა თქვენი ვარდი და ია
რათ მინდა თქვენი ყალბი ცრემლები
გახვალთ და უკვე დაგავიწყდებით
რათ მინდა თქვენი ყალბი სიტყვები
რათ მინდა თქვენი მოხსენიაბა
მე მხოლოდ მინდა რომ შემიყვაროთ
ისეთი როგორიც ვარ.



ავტორი:მანუჩარი

უბრალოდ მინდა

$
0
0
უბრალოდ  მინდა





უბრალოდ მინდა ჩაგიკრა გულში
გითხრა მიყვარხარ მიყვარხარ ძლიერ
უბრალოდ მინდა რომ მოგეფერო
ჩემო სოცოცხლევ და თვალის ჩინო



ავტორი:მანუჩარი

მონატრება

$
0
0
არ ვიცი როგორ მოგეწონწბათ, მაგრამ მე ძალიან მომწონს smile-viva

მონატრება

სტუმარ-მასპინძელი

$
0
0
სტუმარ-მასპინძელი



სტუმარ–მასპინძელი არის ქართველი პოეტის ვაჟა-ფშაველას პოემა, რომელიც 1893 წელს დაწერა. პოემა მოგვითხრობს ხევსურებსა და ქისტებს შორის არსებულ შუღლზე.


ღამის წყვდიადში ჩაფლული,

გამტკნარებულის სახითა,

მოსჩანს ქისტეთის მიდამო

სალის კლდეების ტახტითა.

ვაჟა ფშაველა-ალუდა ქეთელაური

$
0
0
ვაჟა ფშაველა-ალუდა ქეთელაური



მაცნე მოიდა შატილსა:
- ქისტებმა მოგვცეს ზიანი,
დაგვიწიოკეს მწყემსები,
ავნია, ავი-ზნიანნი.
ალუდა ქეთელაური
კაცია დავლათიანი,
საფიხვნოს თავში დაჯდების,
სიტყვა მაუდის გზიანი

მუხრან მაჭავარიანის ლექსები

$
0
0
მუხრან  მაჭავარიანის  ლექსები




“შენ, სისხლო ჩემო”
შენ -
სისხლო ჩემო - სად არ დაღვრილო...
შენ -
სად არ გხვრეპდა შავი ყორანი...
ვინ გაგაკვირვოს,
რამ გაგაკვირვოს, -
ნადიდგორალი,
ნაშამქორალი.

შენ -
სისხლო ჩემო -
შენი ღვაწლია,
რამაც აქამდეც კი მოაღწია:
სვეტიცხოველი.
ხანძთა.
ვარძია
და ისიც, -
რაც მტერს წარუტაცნია.

შენ -
სისხლო ჩემო -
შენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია...
სიტყვა,
რომელიც გეჩოთირება,
ვცდილობ, გაშორო,
რაც შემიძლია.

შენ -
სისხლო ჩემო -
სისხლო ხნიერო,
დაუცხრომელო და უცანურო...
საბედნიეროდ,
საბედნიეროდ, -
ჰაი, ჰაი, რომ
კიდევ ხმაურობ.

გალაქტიონ ტაბიძე - მერი

$
0
0
გალაქტიონ ტაბიძე - მერი



შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!

მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,

სანდომიან ცის ელვა და ფერი

მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

მურმან ლებანიძე - მარეკები შლიდნენ ბანაკს

$
0
0
მურმან ლებანიძე - მარეკები შლიდნენ ბანაკს





მარეკები შლიდნენ ბანაკს,

ქარი ჩამიჩუმით ქროდა,

ვიწექ რომელიღაც ბალახს

უცბად - ქალის სუნი ჰქონდა.

ბოლო ფიქრი

$
0
0
ბოლო  ფიქრი



ღამე,ფიქრი,მთვარე,სევდა,მონატრება.
ბედობა დღეს უბედობა დამებედა.
ეხლა ვნანობ,როცა გნახე მაშინ მეთქვა,
როცა გნახე მეკოცნა და გამებედა,
რომ იცოდე,თუნდაც ესე არ განმსჯიდი,
მოხვიდოდი უშენობით არ დამსჯიდი,
გაგეღიმა იქნებ გულიც გაგეხარა,
გეკოცნა და მერე თავიც დაგეხარა.
ტკბილად გძინავს მე კი ფიქრით ღამეს ვათევ,
ქაშუეთში რომ შევდივარ სათელს ვანთებ.
ღვინოს ვსვავ და შენით მთვრალი ვერა ვთვრები,
გულზე ცეცხლი მიკიდია და ვერ ვთბები,
შენზე ფიქრმა დამავიწყა ყველა დარდი
გვირილები აღარ მიყვარს,მომწონს ვარდი,
დღე და ღამე ამერია დავიღალე,
მზიანი დღე რა უდროოდ დამიღამე.
ლექს რომ დავწერ შენ უთუოდ წაიკითხავ,
ესე ძლიერ ვინ უყვარსო გაიკითხავ

ლექსი სიყვარულზე

$
0
0
ლექსი  სიყვარულზე




ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

ლექსი

$
0
0
ლექსი


შენდამი ტრფობას, შენდამი გრძნობას
შენდამი ლტოლვას არა აქვს საზღვარი
წახვედი დამტოვე
ბედის ანაბარა მიმატოვე
შენი ფიქრები თავს არ სცილდებოდა
შენზე ფიქრები ჰორიზონტს სცილდებოდა
ჩვენზე აგებული ოცნების კოშკები
ერი-მეორეს მიყოლებოთ ინგრეოდა
...გულში იმედს ვიტოვებდი,
რომ ერთ მშვენიერ დღეს
ერთად ვიქნებოდით...
მაგრამ ეს იმედი უკვალოდ გაქრა
სადგაც ეს იმედი უგულოდ ჩაკვდა,
და აი ასე უიმედოდ, გულნატკენი მეც დავრჩი ობლად..!

ყოველდღე ერთმანეთს სითბო შევმატოთ

$
0
0
ყოველდღე ერთმანეთს სითბო შევმატოთ



იმის გამო რომ კაცი კაცს არ ძმობს,
ზოგჯერ მეგობარს მეგობრად არ ვცნობთ,
ხშირად ეჭვები შეგვაქვს მათში,
ვინც მართლა ერთგულად გვიდგას მხარში...

ლექსი სიყვარულზე 2

$
0
0
ლექსი  სიყვარულზე  2



მინდა შენი სიცოცხლე მერქვას
შენი უზადო ფიქრი ვიყო...
მინდა შენი ოცნება მერქვას,
შენი სითბო და sigije ვიყო.
იცი?მიყვარხარ მინდოდა მეთქვა
მაგრამ დრო უფრო ძლიერი იყო...
ვერ გავქცევივარ წერას და გეტყვი,
ჩემზე მწყურვალი დრო უფრო იყო.
დრომ მოიტანა,რაც ახლა ხდება
გინდა მიყვარდე...თან სხვისი იყო,
აი ეს არის მწარე სიმართლე...
თორემ მეც მინდა შენი,რომ ვიყო.
იცი?მაგიჟებს ეს ჩემი რწმენა
გულში დაგმალო???ფიქრი სხვას ითხოვს,
ისე დამღალა ოცნების დევნამ
ალბათ აჯობებს,რომ სხვისი იყო...
დრომ მოიტანა ეს გულის ფეთქვა
დროვე წაიღებს,,,იყოს...
ჩემსავე გულში დავიმარხები
ისე , რომ ვერაფერს იგრძნობ

ოთარ ჭელიძე - ათას ერთი ღამის წერილებიდან

$
0
0
ოთარ ჭელიძე - ათას ერთი ღამის წერილებიდან




ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით

და როცა მეწყება განსაცდელი,

როდესაც შენს გარდა აღარსაით,

არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი,



ტკივილი ცოტახნით დამიამე,

შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,

ძარღვებში სისხლივით დამიარე,

თვალებში შუქივით შეიჭერი
Viewing all 175 articles
Browse latest View live