მე უშენობა არასდროს მინდა
აზრი აღარ აქვს აღარც ერთ სიტყვას
აღარც იმ ღამეს და აღარც წვიმას
სანთელი დნება,სიტყვები ქრება
გრძნობები კვდება, კვდება და ქრება
ვარდები ჭკნება,სინათლე ქვრება
ადამიანი ჩნდება და კვდება
აპოკალიპსი ნელნელა დგება
ისევ ის ვნება ნელნელა ქრება
მერე ჩვენ ვნანობთ, რახდება ნეტავ
შეკითხვა ჩნდება სადახარ ნეტავ ?
თვალი რომ გხედავს სამყარო ჩნდება
ადამიანი უკვდავი ხდება !
ის უშენობა იმწამსვე კვდება
ისევ ეძლევა სიცოცხლეს ვნება
სისხლი დუგდება ძარღვებში ელავს
ძალა მეძლევა რომ მივწვდე ზეცას
ხელით შევეხო თვით დიად ზეცას
რომ შევებრძოლო სიკვდილსა ბნელსაც
ხედავ რას ნიშნავს შეხედვა შენი
ხედავ რა არის გრძნობების სენი
ნაზი გრძნობები აზრები ძნელი
ისევ აკორდი ბგერები ნელი
ისევე მცივა,ისევე მტკივა
მე უშენობა არასდროს მინდა !!!
გურიკო გოგებაშვილი