ვიცი,სადღაც ვიჩეხები...
ვიხლიჩები...ვიხარჯები...
ვით ჭექები...ვით მეხები...
ახალ ლექსად ვიჩარხები...
ახალ ლექსად ვიჩეკები...
წაუღია ჭირს ჭიქები...
ტვინს მიჭყლიტავს ცის ჩექმები...
ვინც ვიყავი,ის ვიქნები...
ვინ ვიყავი?რად დავრჩები?...
ეს რითმები...ეს ურჩები...
მაფარია,ვით ფარჩები...
ვიცი,ვეღარ გადავურჩები...
რად დაჰკიდეთ ეგ დინგები?...
რად დააღეთ ეგ დრუნჩები?...