მიზანი ერთი მაქვს, ქცევა კი მეორე,
ზოგჯერ ვარ კეთილი, ზოგჯერაც ეული,
დღეს ცოდვებს დავტირი, ხვალ კი ვიმეორებ,
დღეს ანგელოზი ვარ, ხვალ კი ვარ წყეული.
ზოგჯერ ყველას მინდა ხელი გავუწოდო,
მშიერი დავაპურო, მწყურვალს წყალი ვასვა,
და თუ არ დამინდო, გარყვნილი ვუწოდო,
ან კიდევ ვუსურვო, ჯოჯოხეთში წასვლა.
ხანდახამ მინდა რომ ვიყო, დედოფალი,
ყველას და ყველაფერს, ზევიდან დავხედო,
მერე კი მეფიქრება: რას იტყვის უფალი?
ცოდვები იგლოვეო, უვიცო თავხედო.
ქუჩაში გავდივარ, კეთილი ნიღაბით,
მიტაცებს სამოსი, ძვირფასი ლამაზი,
ნავი მეძირება ჩემივე ნიჩაბით,
გამოვფხიზლდები და არ მხიბლავს ალმასი.
როცა ვიტანჯები, ვაბრალებ ცხოვრებას,
არ დავიმსახურე, ჩემს თავს დავაჯერებ,
ხანდახან, ვეძალი ვისწრაფი ცხონებას,
ხანდახან, ცუდ ფიქრსაც კი აღას ვაჩერებ.
დღეს ანგელოზი ვარ, ხვალ კი ვარ წყეული,
მიზანი ერთი მაქვს, ქცევა კი მეორე,
ზოგჯერ ვარ კეთილი, ზოგჯერაც ეული,
დღეს ცოდვებს დავტირი, ხვალ კი ვიმეორებ.