
დღეს მინდა ვიყო წმინდა,
ახალშობილის მსგავსი,
ო, იცი როგორ მინდა,
ცოდვებს, მოვფინო ხავსი.
ო, იცი როგორ მსურის,
განმარტოება ბედთან,
ცოდვით აღვსილი სულის,
მსხვერპლად შეწირვა ღმერთთან.
მინდა გავაქრო გესლი,
რაც კი მქონია ოდეს,
წმინდა მონასტრის, თესლი,
აღვივებული, მქონდეს.
მინდა ღვთისმშობლის კალთას,
ცრემლი ვაპკურო ბევრი,
მოვესათუთო სხალთას,
და გავხდე მისი წევრი.
დღეს მარტოობა მწადის,
დღეს სინანულის, მჯერა,
ღმერთო ნუ მეტყვი წადის,
არ მომარიდო მზერა.
რომ პეტრეს ცრემლი მქონდეს,
თუნდაც პატარა წვეთი,
რომ ბედნიერ ჟამს ოდეს,
არ დამავიწყდეს ღმერთი.
დღეს მხოლოდ მინდა ფუნჯი,
დავხატავ, ,,სევდის დედას,,
მერე გავხდები მუნჯი,
სიტყვას თუ გამიბედავს.
დღეს მინდა ვიყო წმინდა,
ახალშობილის მსგავსი,
ო, იცი როგორ მინდა,
ცოდვებს, მოვფინო ხავსი.