
სექტემბერმა გაიტაცაა ისევ ფიქრი..
დღესაც წვიმას ელოდება თქვენი მზერა...
რად მიხსენებთ?? ქალბატონო, რატომ მიცდით??
თქვენ ხომ მე არ მიმიჩნიეთ ბედისწერად??..
ახლა თითქოს სულ სხვა დროა, სულ სხვას გხედავთ...
წაშლილია თქვენს მზერაში სიამაყე ..
ვერ გავბედავ გულწრფელობას ვერ გავბედავ...
რომ ხმამაღლად მოგახსენოთ სინამდვილე...
რას გაუგებთ?? გულს საბედოდ ვის აირჩევს..
ჩვენი გული ბავშვი არის მიამიტი..
არ ემჩნევა მას ასაკი არასოდეს ..
გაჩენიდან სიკვდილამდე რჩება ბავშვი..
ახლა უკვე მარტოდ მარტო ზიხართ სახლში...
რამდენ წვიმას ეგებებით თეთრ სარკმელთან..
რა იცოდით/?? თქვენ მედიდურ სათნო ხმაში..
ვიქცეოდი ოდეს სევდის ნაპრალებად..
მაპატიეთ ქალბატონო მაპატიეთ...
დღეს ფიქრები სექტემბერმა გაიტაცა...
წამსვე მივხდი წვიმის მოსვლა რომ ვინატრე...
რომ ვერ შევძელ თქვენი მზერის დავიწყება.